საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორების პოზიციაზე.

2020 წლის პირველი იანვრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურის ფარგლებში შეიქმნა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე განახორციელებს ზედამხედველობას. 

სააგენტოს მიზანია  საქართველოს ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტების განთავსების და მათზე ზედამხედველობა, აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან.

 

საქმიანობის ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო შეაფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, როგორებიცაა:

სამშენებლო პროდუქტები

სათამაშოები

ელექტრომოწყობილობები

მანქანა-დანადგარები 

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები 

სხვა სამომხმარებლო თუ ინდუსტრიული პროდუქტები. 

 

აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულების დაცვას, როგორიცაა:

მომხმარებელთა სიცოცხლე, 

ჯანმრთელობა 

უსაფრთხოება. 

 

ბაზარზე ზედამხედველობის მაქსიმალური ეფექტურობით განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ იქნება ერთი მხრივ, ევროკავშირის სტანდარტების საქართველოში დანერგვა, მეორე მხრივ კი, თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება და მათი უფლებების მაქსიმალური დაცვა.

 

დასახული მისიის, მიზნების და ხედვის პრაქტიკაში განსახორციელებლად, სააგენტოსთვის არსებითი მნიშვნელობისაა ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორთა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელთაც ექნებათ მზადყოფნა და მოტივაცია, ჩაერთონ საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვისა და ახალი სფეროს ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. 

 

ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორების ფუნქციებია:

 

ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ფიზიკურ და დოკუმენტურ ინსპექტირებას; 

მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ტექნიკური კანონმდებლობის საქართველოში აპროქსიმაციის პროცესში; 

შეისწავლიან ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას;  

 

ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორის საქმიანობის მიზანია ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების გზით, ხელი შეუწყონ მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

კურსდამთავრებული, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი

ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

ანალიტიკური აზროვნება

დეტალებზე ორიენტირებულობა

კომუნიკაბელურობა

ამოცანის სწორად/გასაგებად გადმოცემის უნარი (ვერბალურად და წერილობით)

პასუხისმგებლობის მაღალიგრძნობა 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები მობრძანდით 27 იანვარს 19:00 სთ-ზე თსუ-ის I კორპუსის  #101 აუდიტორიაში საქართველოს ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრაზე.

თარიღი: 23/01/2020